logo
ENG



ISW: უკრაინელები ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წინ მიიწევენ

06 ნოე 202313:00
3 წუთის საკითხავი
 

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელები ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წინ მიიწევენ.

"უკრაინული ჯარები ბახმუტის მახლობლად შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ. ისინი ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით და ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წინ მიიწევენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მცირე წინსვლა აქვთ ვერბოვოს დასავლეთით (რაბოტინოს აღმოსავლეთით 10 კმ) და კრინკში (ხერსონიდან აღმოსავლეთით 30 კმ).

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან განაცხადა, რომ ომი ჩიხში არ შესულა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კონტრშეტევის დასაჩქარებლად უკრაინულ ძალებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებათ.


close დახურვა