logo
ENG



ISW: უკრაინის არმიამ ზაპოროჟიეს ოლქში კონტრშეტევის დროს ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია

11 ივნ 202310:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/11/478a9wz7itsdqd8.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის არმიამ ზაპოროჟიეს ოლქში კონტრშტევის დროს ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია.

"უკრაინის არმიამ ზაპოროჟიეს რეგიონში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია, სადაც უკრაინის კონტრშეტევის საწყისი ეტაპი მიმდინარეობს. გუშინ, უკრაინული ძალები კონტრშეტევის ოპერაციებს ფრონტის სულ მცირე ოთხ სექტორში აწარმოებდნენ.

კერძოდ, უკრაინელი ჯარისკაცები აქტიურობდნენ ლუჰანსკის რეგიონში, ბელოგოროვკას მახლობლად. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერჰი ჩერევატის თქმით, უკრაინელი მებრძოლები ბახმუტის მიმართულებით 1400 მეტრით დაწინაურდნენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, დადასტურებული უკრაინული წარმატებების ფონზე, "რუსი სამხედრო კორესპონდენტები" აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ რუსული ძალები რეგიონში წარმატებით იცავენ თავს უკრაინის შეტევის მცდელობებისგან.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს.


close დახურვა