logo
ENG



ISW: ავდეევკას მიმართულებით რუსეთს დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს

15 ოქტ 202310:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/15/l2pz1fztwb1rgra.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დონეცკის ოლქის ავდეევკას მიმართულებით რუსეთს დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს.

"რუსული არმია ავდეევკაზე მასიურ შეტევას აგრძელებს, მაგრამ მათ უმნიშვნელო წარმატება აქვთ და ამ მიმართულებით [რუსეთს] დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს. რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ ავდეევკას ირგვლივ უკრაინის თავდაცვითი სიმაგრეები ოკუპანტებს სერიოზულ პრობლემას უქმნის.

ზოგიერთი რუსული წყარო მიუთითებს, რომ რუსეთის პრობლემები სამედიცინო მარაგებთან დაკავშირებით, ასევე აფერხებს რუსეთის წინსვლას ავდეევკაში", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

გუშინ, ამერიკელმა სამხედრო ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ 13 ოქტომბერს დაგეგმილი რუსეთის შეტევითი ოპერაცია ავდეევკაში ჩაიშალა. ამასთან, რუსული საოკუპაციო ძალები თავდასხმების ინტენსივობას ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებით აძლიერებენ.


close დახურვა