logo
ENG



ISW: ბახმუტის შემდეგ ოკუპანტები სლავიანსკში გადასვლას ვეღარ შეძლებენ

22 მაი 202311:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/22/r24pp8e7ougnim1.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ბახმუტის შემდეგ ოკუპანტები სლავიანსკში გადასვლას ვეღარ შეძლებენ.

"ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე განლაგებული რუსული რეგულარული ჯარები ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში გადავიდნენ დასავლეთით კონსტანტინოვკასკენ ან ჩრდილოეთით სლავიანკისკენ, ბახმუტის რეგიონში უკრაინის კონტრშეტევების ფონზე", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ქალაქის შესაძლო ოკუპაცია სტრატეგიულად არ იმოქმედებს უკრაინის არმიის შესაძლებლობაზე, დაკეტოს ბახმუტის გარშემო ფლანგები. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ბახმუტის ირგვლივ, სახმელეთო ხაზებზე დომინირების გარეშე, ვაგნერის შემდგომი შეტევითი ოპერაციები ქალაქის გარეთ შეუძლებელი იქნება.

"ჯერჯერობით უცნობია, ნამდვილად გაიყვანს თუ არ პრიგოჟინი ძალებს ბახმუტიდან, მაგრამ ზოგიერთი სამხედრო კორესპონდენტი ვარაუდობს, რომ თვის ბოლოს, პრიგოჟინი ვაგნერს სხვა "კრიტიკულ" ფრონტზე გადაიყვანს", - ნათქვამია განცხადებაში.

20 მაისს, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერმა ბახმუტი სრულად დაიკავა და 25 მაისს ქალაქს არმიას გადასცემენ. უკრაინული მხარის თქმით, პრიგოჟინის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.


close დახურვა