logo
ENG



ISW: ბახმუტსა და მის გარშემო დაბომბვის ტემპი გარკვეულწილად შემცირდა

09 აპრ 202318:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/09/mjs57x2zhptzjt2.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ბახმუტსა და მის გარშემო დაბომბვის ტემპი გარკვეულწილად შემცირდა.

"მიუხედავად რუსი ოკუპანტების სურვილისა, გაზარდონ [დაბომბვის] ტემპი, მათ არ აქვთ საბრძოლო უნარი. ბახმუტსა და ფრონტის რამდენიმე სხვა სექტორში დაბომბვის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამავე დროს, ავდეევკაზე შეტევა, რომელიც მტერმა ბახმუტის ნაცვლად ახალ სამიზნედ აირჩია, "ჩაიშალა". ასევე, რუსული არმია წარუმატებლად ცდილობს მარინკაზე კონტროლის აღებას, თუმცა ქალაქი პრაქტიკულად უკვე განადგურებულია", - აცხადებს ინსტიტუტი.

გუშინ, ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ რუსეთს იმდენად ეშინია უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის, რომ საინფორმაციო კამპანიის ახალი ეტაპისთვის ემზადება, რომელის დასავლეთისკენ იქნება მიმართული.


close დახურვა