logo
ENG



ISW: ბახმუტში ოკუპანტების წინსვლა შეჩერდა

25 აპრ 202310:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/25/uiajqz2m7ni3lwp.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსი ოკუპანტების წინსვლა შეჩერდა.

"რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტსა და მის შემოგარენში, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მათ ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონიათ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ISW-ს ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის თავდასხმები ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით მოიგერიეს. რუსული რეგულარული ჯარები კი ჩართული იყვნენ პოზიციურ ბრძოლებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით.

"რუსულ არმიას არ გააჩნია საბრძოლო ძალა, რომელიც აუცილებელია ვუჰლედარის მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი შეტევისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრძოლა ბახმუტისთვის მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა