logo
ENG



ISW: ბელარუსის მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში ნაკლებად სავარაუდოა

20 დეკ 202211:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/20/eeu8b93apr3521a.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ბელარუსის მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში ნაკლებად სავარაუდოა.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, კრემლი ცდილობს დამალოს პუტინის უპირველესი განზრახვა, მოახდინოს ზეწოლა ლუკაშენკოზე, რათა მისგან შემდგომი დათმობები მიიღოს ბელარუსის რუსეთის ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

"პუტინმა თქვა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით, რაც გულისხმობს ბელარუსს. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა დამოუკიდებლობა და სრული სუვერენიტეტი 16 დეკემბერს, რაც თავდაცვით რეაქციას ჰგავს ლუკაშენკოს კომენტარებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

18 დეკემბერს, ომის კვლევის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ კრემლი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი იმიჯის გადარჩენას ცდილობს. ISW-ს თანახმად, პროპაგანდისტები ასევე ცდილობენ შეახსენონ რუს ხალხს, რომ პუტინი არა მხოლოდ სამხედრო ლიდერია, არამედ სამოქალაქო პირიც, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ხალხთან.


close დახურვა