ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ბოლო კვირებში ბახმუტის ტერიტორიაზე რუსულ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფს დიდი დანაკარგები აქვს, რაც ინსტიტუტის აზრით, თავდასხმითი ოპერაციების კუთხით რუსეთის ძალების დასუსტებულ უნარებზეც მიუთითებს.
ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით ბოლო დღეებში ბახმუტის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმები შემცირდა. თუმცა ინსტიტუტის თქმით, ჯერ ადრეა იმის შეფასება მიაღწია თუ არა ბახმუტზე რუსეთის შეტევებმა კულმინაციას.
ISW-ის ცნობით, ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა განაცხადა, რომ ბახმუტის გარშემო რუსეთი დაწინაურების ტემპი შენელდა, რადგან უკრაინულმა ძალებმა რუსული ვაგნერის ჯგუფის სამხედროებს უკან, იმ პოზიციებამდე დაახევინეს, რაც რამდენიმე დღით ადრე ეკავათ.
ISW-ის შეფასებით, რუსეთი ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში ნაკლები წინსვლა ჰქონდათ ვიდრე ოქტომბერში.
როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ 24 დეკემბერს განაცხადა, რუსეთის ძალებს ეწურებათ საარტილერიო ტყვია-წამლის მარაგები რაც ფართომასშტაბიანი თავდასხმითი ოპერაციებისთვისაა საჭირო.
კვლევითი ინსტიტუტი ასევე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, რუსეთს გაუჭირდება შეტევითი ოპერაციების ტემპის შენარჩუნება.