ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, გუშინ უკრაინელებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის 6 სექტორში განახორციელეს.
"2 ივლისს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის 6 სექტორში განახორციელეს, ზოგიერთი მიმართულებით მათ გარკვეული წარმატება აქვთ. გუშინ რუსულმა ჯარებმა სამხრეთ უკრაინასა და კიევზე სარაკეტო დარტყმების მორიგი შეტევა განახორციელეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი ექსპერტების თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს გააძლიეროს კონტროლი რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე.
"1 და 2 ივლისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა წარმატებით მოიგერიეს უკრაინის სადესანტო თავდასხმა ანტონოვკას ხიდთან. ამასთან, ზოგიერთმა რუსმა ბლოგერმა განაცხადა, რომ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება და უკრაინული ძალები 2 ივლისის მდგომარეობით ანტონოვკას ხიდთან პოზიციებს იკავებენ", - ნათქვამია განცხადებაში.