logo
ENG



ISW: ირანმა უკვე დაიწყო რუსეთის დამოკიდებულების გამოყენება კამიკაძე დრონების მიწოდებაზე

06 ნოე 202216:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/06/mtmqn42m034jzz4.png

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ირანმა დაიწყო რუსეთის დამოკიდებულების გამოყენება კამიკაძე დრონების მიწოდებაზე.

"რუსეთი ყიდულობს ირანში წარმოებულ იარაღის სისტემებს, რათა გადაჭრას მისი ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალის არსენალის ამოწურვის პრობლემა," - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ირანი, სავარაუდოდ, უკვე იყენებს რუსეთის ნდობას ირანული წარმოების იარაღის სისტემებზე, ბირთვული პროგრამის განხორციელების სანაცვლოდ.

"ბირთვული დახმარების მოთხოვნა და დრონების მიწოდების აღიარება, ორივე მიუთითებს იმაზე, რომ ირანის ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, უფრო მკაფიოდ განსაზღვრავენ რუსეთთან უსაფრთხოების ორმხრივ ურთიერთობას, რომელშიც ისინი თანაბარი პარტნიორები იქნებიან," - განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა.

14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა. თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".


close დახურვა