logo
ENG



ISW: კრემლი პუტინის იმიჯის გადარჩენას ცდილობს

18 დეკ 202214:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/18/2p17ok0socu6uo1.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, კრემლი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იმიჯის გადარჩენას ცდილობს.

"კრემლი ცდილობს წარმოაჩინოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, როგორც კომპეტენტური სამხედრო ლიდერი და ასევე აღადგინოს თავდაცვის სამინისტროს იმიჯი.

კრემლმა, დიდი ალბათობით, შეგნებულად გაასაჯაროვა პუტინთან შეხვედრაზე გერასიმოვის, შოიგუს და სუროვიკინის დასწრება. ეს იყო რუსული აგენტურის წარმოჩენა, როგორც ორგანიზებული, ერთიანი და ეფექტური სამხედრო სტრუქტურა და რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობის დაცვა შემდგომი კრიტიკისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

ISW-ს თანახმად, პროპაგანდისტები ასევე ცდილობენ შეახსენონ რუს ხალხს, რომ პუტინი არა მხოლოდ სამხედრო ლიდერია, არამედ სამოქალაქო პირიც, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ხალხთან. მათ სურთ, რომ პუტინი "სასიხარულო ამბების მომტანად" განიხილებოდეს.


close დახურვა