ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, კრემლმა კვლავ მიმართა ბირთვულ მუქარას, რათა უკრაინაში დასავლეთის სამხედრო დახმარება შეაჩეროს.
"კრემლმა კიდევ ერთხელ მიმართა ბირთვულ მუქარას, რათა შეაჩეროს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინაში დაგეგმილი კონტრშეტევის წინ.
კრემლი, სავარაუდოდ, შეეცდება, აიძულოს ბელარუსი შემდგომი ინტეგრაციისკენ საკავშირო სახელმწიფოში, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ერთმანეთს ერთმანეთს მოსკოვში, 5 და 6 აპრილს შეხვდებიან", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გაამართლა რუსეთის გადაწყვეტილება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ იმით, რომ დაადანაშაულა NATO რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან საბრძოლო მომზადებისა და სადაზვერვო საქმიანობის გაძლიერებაში.
გარდა ამისა, კრემლი აგრძელებს ძალისხმევას, რათა დაარწმუნოს რუსული საზოგადოება, რომ უკრაინის ომს მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ეკონომიკური შედეგები არ მოჰყვება.