logo
ENG



ISW: კრემლს კვლავ სურს მაქსიმალისტური მიზნების განხორციელება უკრაინის წინააღმდეგ ომში

09 დეკ 202211:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/09/938fy2y1k73yrjr.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, კრემლს კვლავ სურს მაქსიმალისტური მიზნების განხორციელება უკრაინის წინააღმდეგ ომში.

"კრემლი, სავარაუდოდ, არ დათმობს თავის მაქსიმალისტურ მიზნებს უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა პირველად აღიარა, რომ მოსკოვის ამჟამინდელი ტერიტორიული მიზანია მთლიანად დაიპყროს ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული უკრაინის რეგიონი.

პუტინის ბოლოდროინდელი კომენტარები რუსეთის როლის შესახებ, როგორც "უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტია", კიდევ უფრო მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი ქმნის პირობებს გაჭიანურებული ომისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სუვერენიტეტის აღმოფხვრას", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ თქვა, რომ უკრაინაში ბრძოლები, შესაძლოა, გაძლიერდეს ამ ზამთარში, შემოდგომის შემდეგ საომარი მოქმედებების შენელების მიუხედავად.


close დახურვა