logo
ENG



ISW: კუპიანსკი უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშაა

17 სექ 202210:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/17/2y0ehtrbqhdjrze.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ 16 სექტემბერს უკრაინულმა ჯარებმა ქალაქი კუპიანსკი მთლიანად დაიკავეს. აქამდე ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

ISW აღნიშნავს, რომ კადრები გეოლოკაციით ადასტურებს, რომ უკრაინულმა ძალებმა კუპიანსკიში მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე პოზიციები დაიკავეს. სამხედრო ექსპერტებს ასევე მიაჩნიათ, რომ რუსული ძალები საკმაოდ სუსტად არიან, რათა შეაჩერონ უკრაინული ძალების წინსვლა მდინარე ოსკოლის გასწვრივ.


close დახურვა