ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, მობილიზებულ რუსებს წარმატებული შეტევისთვის საჭირო გამოცდილება არ აქვთ.
"რუსეთის ჯარების მიერ მობილიზებულმა სამხედრო პერსონალის გამოყენებამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შექმნას საკმარისი შეტევითი პოტენციალი ფართომასშტაბიანი და სწრაფი მექანიზებული შეტევისთვის.
წვევამდელებს არ აქვთ საჭირო საბრძოლო გამოცდილება, რაც საჭიროა მექანიზებული შეტევების წარმატებით ჩატარებისთვის. ამ წვევამდელებს, როგორც ჩანს, გავლილი აქვთ შეზღუდული ინდივიდუალური მომზადება და არ გააჩნიათ ერთიანობა, წვრთნა და გამოცდილება, რომელიც საჭიროა ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსეთს შეუძლია ვუჰლედარის ფრონტზე გადაიყვანოს დამატებითი მობილიზებული ნაწილები, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ საიმედო თავდაცვითი ან შეტევითი ოპერაციები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი გახდებიან ეფექტური მექანიზებული ქვედანაყოფები, რომლებსაც მოკლე დროში შეუძლიათ წარმატებული შეტევითი ოპერაციების ჩატარება.