logo
ENG



ISW: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ზაფხულში უკრაინაში მასშტაბური შეტევა განახორციელოს

28 აპრ 202412:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/28/2jfqxjbnjf40b99.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ზაფხულში უკრაინაში მასშტაბური შეტევითი ოპერაცია განახორციელოს.

"თუ უკრაინული ჯარები კარგად იქნებიან მომარაგებული დასავლური იარაღით, ისინი შეძლებენ თავიდან აიცილონ რუსების მნიშვნელოვანი ოპერატიული წინსვლა ზაფხულში დაგეგმილი შეტევის დროს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციამ ზაფხულში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია განახორციელოს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ერთ-ერთმა დასავლელმა ოფიციალური პირმა Financial Times-ს განუცხადა, რომ რუსული არმია მოძველებული სამხედრო აღჭურვილობით იბრძვის. ამასთან, ამბობს, რომ რუსი ჯარისკაცები შეტევითი ოპერაციებისთვის არასათანადოდ არიან მომზადებული.


close დახურვა