logo
ENG



ISW: ოკუპანტებს ინიციატივის ხელში ჩაგდება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სურთ

10 დეკ 202310:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/10/kql08jw2kp4n13h.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ოკუპანტებს ინიციატივის ხელში ჩაგდება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სურთ.

"რუსეთის ჯარებმა შეტევითი ოპერაციები ფრონტის ბევრ სექტორში გააძლიერეს. მათ, სავარაუდოდ, ინიციატივის ხელში ჩაგდება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სურთ, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.

ამასთან, რუსული ჯარები ხარკივისა და ლუჰანსკის რეგიონების გასწვრივ, ბახმუტთან და ავდეევკას მიმართულებით უწყვეტ სახმელეთო შეტევებს ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

8 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.


close დახურვა