logo
ENG



ISW: პუტინი ახალ შეტევას ამზადებს, რომელიც შესაძლოა, თებერვალში ან მარტში დაიწყოს

28 იან 202312:45
3 წუთის საკითხავი
 

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ახალ შეტევას ამზადებს, რომელიც შესაძლოა, თებერვალში ან მარტში დაიწყოს.

"რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ახალ შეტევას ამზადებს, რომელიც შესაძლოა, 2023 წლის თებერვალში ან მარტში დაიწყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი შეზღუდული სახმელეთო თავდასხმები ზაპოროჟიეს რეგიონში შესაძლოა, გამიზნული იყოს უკრაინული ძალების დასაშლელად და ლუჰანსკის რეგიონში შეტევისთვის პირობების შესაქმნელად.

ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებით, დაგეგმილი რუსული შეტევა, სავარაუდოდ, მიმართულია ლუჰანსკის რეგიონზე, თუმცა ის ასევე შეიძლება განხორციელდეს დონეცკის დასავლეთით, ვუჰლედარის რაიონში.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ახალი შეტევა ბელარუსის მხრიდან, უკრაინის ჩრდილოეთით იყოს მიმართული", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.


close დახურვა