ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ზამთარს ელოდება, რათა უკრაინაში შემდგომი ქმედებები დაგეგმოს.
"პუტინი, სავარაუდოდ, შეეცდება გააგრძელოს ჩვეულებრივი სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებისა და ახალი პოზიციების დაკავების მიზნით, მას სურს კოლაფსის შექმნა უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის მოსაშლელად, ის [პუტინი] ელოდება, რომ ეს ზამთარში მოხდება," - ნათქვამია განცხადებაში.
სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუ რუსული არმიის მოულოდნელი ნგრევა არ გამოიწვევს უკრაინის ჯარების სამხედრო ოპერაციების უკონტროლო წინსვლას მთელ ტერიტორიაზე.
ომის კვლევის ინსტიტუტის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს შეეცდება NATO-სთან. ამასთან, ISW აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი გააგრძელებს მინიშნებას რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისა და NATO-ზე თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ, რათა დაარღვიოს დასავლეთის ნება, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.