logo
ENG



ISW: პუტინი კვლავ ფიქრობს, რომ უკრაინის დამარცხება შეუძლია

27 მარ 202311:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/27/r3toni2gx0e2f4l.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კვლავ ფიქრობს, რომ უკრაინის დამარცხება შეუძლია.

"ვერც უკრაინამ და ვერც დასავლეთმა ვერ დაარწმუნეს პუტინი, რომ მან უნდა განიხილოს რაიმე კომპრომისი. ამის ნაცვლად, პუტინი რჩება ორიენტირებული, გაჭიანურებული კონფლიქტის გზით საკუთარ თავდაპირველ სამხედრო მიზნებს მიაღწიოს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.  

ინსტიტუტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა ზამთარში ვერ შეძლო უკრაინისა და ევროპის „გაყინვა“ და ამასთან, რუსეთის შეტევა კულმინაციას უახლოვდება, ის აგრძელებს სიტყვითა და საქმით მტკიცებას, რომ არ არის მზად, უკრაინასთან დაკავშირებით მაქსიმალისტური მიზნების დათმობისთვის.

"რუსეთის შეტევითი ოპერაციების გაგრძელება ბახმუტისა და ავდეევკას ირგვლივ, ისევე როგორც ფრონტის ხაზის გასწვრივ ლუჰანსკის და დასავლეთ დონეცკის რეგიონებში, კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ პუტინი რჩება გაჭიანურებული ომის მოგების ერთგული", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა