logo
ENG



ISW: პუტინი ჩინეთთან უფრო მჭიდრო ორმხრივ პარტნიორობაზე ვერ შეთანხმდა

22 მარ 202319:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/22/hlp5ttupduhfuh6.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან უფრო მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობაზე ვერ შეთანხმდა.

"ჩინეთის ლიდერმა ორი ძირითადი განცხადება გააკეთა: პირველი ის არის, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს რუსეთის ინიციატივებს გაეროს უშიშროების საბჭოში და მეორე ეხება უკრაინის ომის "პოლიტიკურ დარეგულირებას".

თუმცა, სი ძინპინს ამ კუთხით უფრო მკვეთრი განცხადებები არ გაუკეთებია. კერძოდ, საჯაროდ არ დაჰპირდა პუტინს უკრაინასთან ომში რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერას", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

სი ძინპინი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთი ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციაზე დგას. მისი თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს შერიგებასა და მოლაპარაკებების განახლებას. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ჩინეთი ისტორიის სწორ მხარეს დგას.

ჩინეთის ლიდერი რუსეთში 20 მარტს ჩავიდა. სი ძინპინი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. გამოცემა Financial Times-ის ცნობით, მოსკოვში ვიზიტისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.


close დახურვა