logo
ENG



ISW: პუტინის ვიზიტი მინსკში არის ლუკაშენკოზე ზეწოლის გაძლიერების მიზეზი

17 დეკ 202212:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/17/fwro430zly12pqc.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი მინსკში არის ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოზე ზეწოლის გაძლიერების მიზეზი.

"რუსულმა ძალებმა 16 დეკემბერს წამოიწყეს მეცხრე ფართომასშტაბიანი სარაკეტო კამპანია უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა განახორციელეს კიევზე.

რუსული დარტყმები კვლავ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, მაგრამ არ აუმჯობესებს რუსული ძალების უნარს უკრაინაში შეტევითი ოპერაციების ჩატარების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა პროვოკაციული, მაგრამ შეუსაბამო კომენტარები გააკეთა მიმდინარე საინფორმაციო ოპერაციების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტებას უკრაინის მიმართ.

სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ზეწოლას მოახდენს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე. გარდა ამისა, ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ პუტინის ვიზიტი მინსკში, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ პუტინი ცდილობს შექმნას პირობები მოქმედების ყველაზე საშიში კურსის ახალი შეფასებისთვის, რაც გულისხმობს განახლებულ შეტევას უკრაინაში, შესაძლოა, ჩრდილოეთ უკრაინაში ან კიევში, 2023 წლის ზამთარში.


close დახურვა