ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან უკრაინაში გაჭიანურებული ომის გამო.
"პუტინი აორმაგებს ძალისხმევას, რათა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას უკრაინაში გაჭიანურებული ომის წარმოებისთვის. პუტინმა გააკეთა რამდენიმე განცხადება, რომ რუსეთს სურს ომის რაც შეიძლება მალე დასრულება, ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ტემპს არ გაზრდის, რადგან გაუმართლებელ დანაკარგებს გამოიწვევს. ორივე განცხადება არის კრემლის კონსოლიდირებული ძალისხმევის ნაწილი, გაამართლოს პუტინის სამხედრო ძალისხმევა რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის, რომელიც სულ უფრო მეტად სწირავს თავს კრემლის არარეალური მიზნების მისაღწევად", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, პუტინის რიტორიკა არის რუსული საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი, რომელიც უარყოფს უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმაციას.
ISW აღნიშნავს, რომ რუსული ტერორისტული ძალები აგრძელებენ შეზღუდული კონტრშეტევების განხორციელებას კრემენაია-სვატოვოს ხაზის გასწვრივ, უკრაინული ძალები კი კონტრშეტევას კრემენაიას რეგიონში აგრძელებენ.