logo
ENG



ISW: პუტინს უკრაინისთვის მოლაპარაკება არ შეუთავაზებია, ეს ბლეფია დასავლეთისთვის

27 დეკ 202214:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/27/huvysivyvm5irn8.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინისთვის მოლაპარაკება არ შეუთავაზებია.

"პუტინის 25 დეკემბრის განცხადება არის მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთის შეცდომაში შეყვანას, რათა უკრაინა წინასწარ დათმობებზე წავიდეს.

პუტინს ცალსახად არ უთქვამს, რომ რუსეთს უშუალოდ უკრაინასთან მოლაპარაკება სურს, სამაგიეროდ, ინარჩუნებს თავის ცრუ ნარატივს, რომ უკრაინამ, რომელსაც მან "მეორე მხარე" უწოდა, შეაფერხა რუსეთის დიპლომატიური მცდელობები უკრაინაში შეჭრამდე", - ნათქვამია განცხადებაში.

ISW აღნიშნავს, რომ კრემლს არ გამოუქვეყნებია პუტინის ინტერვიუს სრული ჩანაწერი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, როგორც ეს წარსულში გააკეთა. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, პუტინის განცხადებები მოლაპარაკებების შესახებ ფოკუსირებული იყო პოტენციურ დისკუსიებზე დასავლეთთან და არა უკრაინასთან.

25 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, მზადაა მოლაპარაკებისთვის უკრაინის ომში ჩართულ ყველა მხარესთან, მაგრამ კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები უარს ამბობენ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.


close დახურვა