logo
ENG



ISW: რუსები იტყუებიან, რომ თითქოს ბახმუტის 70% ოკუპირებული აქვთ

19 მარ 202311:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/19/4qinnpc2ppnxy4o.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსები იტყუებიან, რომ თითქოს ბახმუტის 70% ოკუპირებული აქვთ.

"ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ვერ აღმოაჩინა ვიზუალური მტკიცებულება რუსი ოკუპანტების ბრალდებების შესახებ ბახმუტში რამდენიმე ობიექტის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ოკუპანტები, სავარაუდოდ, აქცენტს აკეთებენ შეტევითი ოპერაციებისკენ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, რაც ასევე აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.

ასევე არ არის მართალი, რომ რუსებს თითქოს ქალაქის 70% ოკუპირებული აქვთ. 8 მარტის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციამ ბახმუტის 50% დაიკავა და მას შემდეგ, რუსული ძალები მნიშვნელოვან წინსვლას არ ახდენენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის ცნობით, რუსეთის მთელი ძალისხმევა მიმართულია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებაზე. რაშისტები ძირითადად თავს ესხმიან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს, ასევე თავდასხმებს ახორციელებენ ორეხოვო-ვასილევკას, გრიგოროვკასა და ბოგდანოვკას დასახლებებში. დასავლეთის ცნობით, ბახმუტისთვის ბრძოლებში სულ მცირე 30 000 რუსი ოკუპანტი განადგურდა.


close დახურვა