ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას უტევენ, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.
"რუსეთის ძალები აგრძელებენ ლოკალიზებულ შეტევით ოპერაციებს კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზის გასწვრივ, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. ამასთან, ბახმუტის რეგიონში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. რუსი ოკუპანტები ავდეევკას მახლობლად შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, ოკუპანტები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების საზღვარზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა მათი წინსვლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
რუსი სამხედრო ოფიცრების თქმით, წვიმა და ტალახი ვერბოვოს ჩრდილო-დასავლეთით სახმელეთო თავდასხმებს აფერხებს.