logo
ENG



ISW: რუსები მთლიანად აკონტროლებენ სევეროდონეცკს, აზოტის ქიმიური ქარხნის გარდა

21 ივნ 202208:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/21/i8pxbnpzxtxedq5.jpg

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) აცხადებს, რომ რუსი სამხედროები მთლიანად აკონტროლებენ სევეროდონეცკს, აზოტის ქიმიური ქარხნის გარდა, სადაც 20 ივნისსაც გაგრძელდა ბრძოლები.

ინსტიტუტის ყოველდღიურ შეჯამებაში აღნიშნულია, რომ რუსი სამხედროები სავარაუდოდ გააძლიერებენ საარტილერიო შეტევას ბახმუტის აღმოსავლეთით, რათა ჩრდილოეთით თავდასხმისთვის პირობები შექმნან და სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის ალყა სამხრეთიდან გააძლიერონ.

რუსულმა ძალებმა, ამასთან, საარტილერიო შეტევა გააძლიერეს მიკოლაევისა და ხერსონის ოლქების საზღვარზე.

მიუხედავად იმისა, რომ ISW-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად დაადასტუროს უკრაინული ძალების განლაგება, ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ ამ რაიონში კონტრშეტევითი ოპერაციები უკრაინელების მხრიდან გაგრძელდება და რუსებს საოკუპაციო საზღვრების კონტროლისთვის ბრძოლა მოუწევს.


close დახურვა