logo
ENG



ISW: რუსების თავდასხმები ავდეევკას მიმართულებით მათ სწრაფ წინსვლას არ გამოიწვევს

25 ნოე 202312:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/25/rfa4cr4l05pdlnl.png

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსების თავდასხმები ავდეევკას მიმართულებით მათ სწრაფ წინსვლას არ გამოიწვევს.

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის ჯარებმა ავდეევკას მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყეს, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსები უფრო სუსტი მექანიზებული ძალებით უტევენ ავდეევკას, ვიდრე მანამდე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 23 და 24 ნოემბერს უკრაინულმა ჯარებმა ავდეევკას მიმართულებით სულ მცირე 50 თავდასხმა მოიგერიეს.

"დიდი სახმელეთო თავდასხმები, სავარაუდოდ, ავდეევკას მიმართულებით უკრაინის ჯარებს მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის, მაგრამ რუსების სწრაფ წინსვლას რეგიონში არ გამოიწვევს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.


close დახურვა