logo
ENG



ISW: რუსებს ბახმუტში წინსვლისთვის საკმარისი მექანიზებული ძალები არ ჰყავთ

08 მარ 202315:37
3 წუთის საკითხავი
clock 455
2023/03/08/q18ce20336248fg.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსებს არ აქვთ საკმარისი მექანიზებული ძალები ბახმუტში წინსვლისთვის.

"რუსულ ძალებს, სავარაუდოდ, ბახმუტში წინსვლისთვის [საკმარისი] მექანიზებული ძალები არ ჰყავთ. "თავდასხმის რაზმები", სავარაუდოდ, ვერ ახერხებენ მანევრირებადი საომარი მოქმედებების განხორციელებას", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ანალიტიკოსების თქმით, რუსული ჯარები, შესაძლოა, კონსტანტინოვკას (ბახმუტიდან დაახლოებით 20 კილომეტრში) მიმართულებით წინსვლას შეეცადონ ან სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებით (ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში).

ამასთან, ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსულმა ჯარებმა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ [ბახმუტზე] 10 თვიანი თავდასხმის შემდეგ, ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვონ.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასში არსებული ძირითადი ქალაქების მოსაპოვებლად გზა „გახსნილია“.


close დახურვა