logo
ENG



ISW: რუსებს საბრძოლო დანაყოფები ბახმუტიდან ზაპოროჟიეში გადაჰყავთ

17 სექ 202311:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/17/470vyu5663g976x.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსებს საბრძოლო დანაყოფები ბახმუტიდან ზაპოროჟიეში გადაჰყავთ.

"უკრაინის წინსვლამ დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში, სავარაუდოდ, აიძულა რუსი მეთაურები, პრიორიტეტი მიენიჭებინათ ზაპოროჟიესთვის და საბრძოლო დანაყოფები ბახმუტიდან გადაეყვანათ.

11 სექტემბრის მდგომარეობით, 83-ე ბრიგადის ქვედანაყოფები კვლავ ბახმუტში იმყოფებიან, თუმცა ბრიგადის გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, ფრონტის ორ სხვადასხვა სექტორში იყოს განაწილებული", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიეს მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. 22 აგვისტოს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოფელი რაბოტინო სრულად გაათავისუფლეს.

გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში გარღვევის საბოლოო სტრატეგიული მიზანია ქალაქი ტოკმაკი, რომელიც მნიშვნელოვანი საგზაო და სარკინიგზო კვანძია ორივე არმიისთვის.


close დახურვა