logo
ENG



ISW: რუსეთი ავდეევკაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება

03 ნოე 202314:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/03/iudb9kt1jazi7r7.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი ავდეევკაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება.

"რუსული ძალები ავდეევკას ჩრდილოეთით თავდასხმისთვის ემზადებიან. რუსი სამხედრო ბლოგერი იტყობინება, 1 ნოემბერს, რომ რუსულმა ჯარებმა ავდეევკაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმები განახორციელეს, თუმცა უკრაინელები მტრის შეკავებას ახერხებენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ჯარები ავდეევკას რეგიონში შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ, მაგრამ მათი წინსვლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ.


close დახურვა