logo
ENG



ISW: რუსეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წარმატების შემცირებას ცდილობს

12 ივნ 202308:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/12/w4zfdckpq3lbcpa.png
V_Zelenskiy_official

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW] განცხადებით, რუსეთში ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წარმატების შემცირებას.

უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციების დროს გაათავისუფლეს სხვადასხვა უკრაინული დასახლებები, რუსეთი კი ამ ყველაფრის ახსნას გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლის ქვეშ ყოფნის მნიშვნელობის შემცირებით ხსნის.

ISW-ის განცხადებით, უკრაინელები ფრონტის სამ სექტორზე ერთდროულად დაწინაურდნენ.

გეოლოკაციის კადრები და რუსული წყაროები ადასტურებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს რამდენიმე დასახლება დონეცკის რეგიონის დასავლეთ ნაწილში ველიკა ნოვოსელკას სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით.

რუსული წყაროების ცნობით, უკრაინელებმა განაგრძეს შეტევა ორეხოვის სამხრეთ-დასავლეთით ზაპოროჟიეს რაიონში და იქ მიაღწიეს წარმატებას. გარდა ამისა, უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში და ზაპოროჟიეს რეგიონში დაადასტურეს შეტევა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთით 300-1500 მეტრით დაწინაურდნენ.


close დახურვა