logo
ENG



ISW: რუსეთი ჩქარობს შეტევის დაწყებას, სურს, რომ დასავლური იარაღის გამოჩენას დაასწროს

07 თებ 202313:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/07/uhljytohaakkojj.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი ჩქარობს ახალი მასშტაბური შეტების წამოწყებას, რადგან სურს, რომ ფრონტის ხაზზე, ახალი დასავლური იარაღის გამოჩენას დაასწროს.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ზოგიერთი რუსი ნაციონალისტი სკეპტიკურად უყურებს რუსეთის შესაძლებლობას, თებერვლის ბოლოს წარმატებული შეტევა განახორციელოს.

რუსი სამხედრო პროპაგანდისტის თქმით, რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ვალერი გერასიმოვს შეზღუდული ვადა აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციის დასაწყებად. ამავე დროს, უკრაინის მიერ ტერორიზმში ბრალდებული, იგორ გირკინი მიიჩნევს, რომ რუსეთის გადამწყვეტი შეტევა წარმატებას ვერ მიაღწევს მანამ, სანამ რუსეთი არ მოახდენს მეტი შრომის მობილიზებას მრეწველობისა და ეკონომიკისთვის. მისი თქმით, ამის გარეშე შეტევა მალე კულმინაციას მიაღწევს.

"რუსეთის სამხედრო სარდლობა, როგორც ჩანს, ჩქარობს გადამწყვეტი შეტევის დაწყებას, სავარაუდოდ, დასავლეთის სამხედრო დახმარების უკრაინაში ჩასვლამდე", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსული ძალები ფართომასშტაბიანი გადამწყვეტი შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში თებერვლის შუა რიცხვებიდან ემზადებიან.


close დახურვა