logo
ENG



ISW: რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ძირს უთხრის პუტინის გეოპოლიტიკურ კამპანიას

13 დეკ 202210:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/13/in2dy4qxcdorcfr.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის ომის უკრაინის წინააღმდეგ ძირს უთხრის პუტინის გეოპოლიტიკურ კამპანიას.

"რუსული ძალები აგრძელებენ თავიანთი ძალების ფორმირებას და კონსოლიდაციას აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა გააძლიერონ თავდაცვა უკრაინული კონტრშეტევებისგან ხარკივ-ლუჰანსკის საზღვართან და მხარი დაუჭირონ შეზღუდულ შეტევებს დონეცკის რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ "ვაგნერის ჯგუფის" ბოევიკები 1-ლი და მე-2 არმიის კორპუსის ქვედანაყოფების მხარდაჭერით პასუხისმგებელნი არიან შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე დონეცკის რეგიონში, კერძოდ, ბახმუტისა და დონეცკის დასავლეთ გარეუბანში.

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ძირის გამოთხრას გააგრძელებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკური კამპანიებისთვის მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა.

ამერიკელი ექსპერტების აზრით, პუტინი აგრძელებს რუსეთის პოზიციის აღდგენის მცდელობას ცენტრალურ აზიაში, წარუმატებლად სთავაზობს მათ შეიქმნას სამმხრივი ალიანსი რუსეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის.


close დახურვა