ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარი გამოფიტული და არაორგანიზებულია.
"რუსეთის ყველა გადარჩენილი საჰაერო სადესანტო ჯარი უკვე ჩართულია შეტევით ან თავდაცვით ოპერაციებში უკრაინაში. რუსეთის საოკუპაციო ჯარი გამოფიტული და არაორგანიზებულია.
ეფექტური შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად, რუსეთს დასჭირდება მნიშვნელოვანი რეზერვების გადატანა. ჯარების საერთო გამოფიტვა და აშკარად არაორგანიზებული და ფრაგმენტული განლაგების სტრუქტურა ზოგიერთი მიმართულებით, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან დაბრკოლებებს შეუქმნის რუსეთის თავდაცვის პერსპექტივებს კრიტიკული სექტორების დაცვაში", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი ანალიტიკოსების ვარაუდით, უკრაინა შეძლებს კოორდინირებული მექანიზებული შეტევითი ოპერაციის ჩატარებას 9 ბრიგადის სრული გამოყენებით.
ISW-ს ცნობით, რუსული ჯარები აქტიურ შეტევით ოპერაციებს 5 მიმართულებით აწარმოებენ: კუპიანკის, ლუჰანსკის, ბახმუტის, ავდეევკას და ზაპოროჟიეს. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები ძირითადად თავდაცვით ოპერაციებს ახორციელებენ ზაპოროჟიეს დასავლეთ ნაწილსა და ხერსონის ოლქში.