ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის სტრატეგიულ ავიაბაზებს, სავარაუდოდ, უკრაინა თავს დაესხმევა.
"უკრაინულმა ჯარებმა, სავარაუდოდ, 5 დეკემბერს დაარტყეს რუსეთის ორ სტრატეგიულ საჰაერო ბაზას, რამაც გამოიწვია მცირე დაზიანება, ამავდროულად, აჩვენა უკრაინის უნარი დარტყმა მიაყენოს რუსეთის უკანა ხაზებს და შესაძლოა, შეაფერხოს რუსეთის თავდასხმის კამპანია უკრაინის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
5 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში და მათ შორის კიევში მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმები მოხდა ზაპოროჟიეში, ვინიცაში, ჩერკასში, ოდესაში, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკში.
უკრაინის საჰაერო ძალებმა 60-ზე მეტი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. კიევის, ვინიცასა და ოდესას რეგიონებში სარაკეტო დარტყმები ენერგეტიკულ ობიექტებზე მოხდა. კერძოდ, ოდესას რეგიონში ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.