logo
ENG



ISW: რუსეთის შეტევითი ოპერაცია ავდეევკაში ჩაიშალა

14 ოქტ 202312:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/14/jmoozwyml6ki8se.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის შეტევითი ოპერაცია ავდეევკაში ჩაიშალა.

"13 ოქტომბერს, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში რუსეთის შეტევითი ოპერაცია ჩაიშალა. რუსული წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ჯარები აგრძელებდნენ შეტევებს ავდეევკას ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზე.

გეოლოკაციის კადრებმა აჩვენა, რომ რუს სამხედროებს მცირე წინსვლა აქვთ კრასნოჰორივკას სამხრეთით (ავდეევკას ჩრდილოეთით 5კმ)  და პერვომაისკეს სამხრეთ აღმოსავლეთით (ავდეევკას სამხრეთ დასავლეთით 11 კმ)", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსეთის თავდასხმების მოგერიებას ავდეევკას გარშემო.


close დახურვა