logo
ENG



ISW: რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, ხერსონიდან დონეცკის მიმართულებით გადაჰყავთ

15 ნოე 202211:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/15/6y7nwnn5rxsgi6x.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, ხერსონიდან დონეცკის მიმართულებით გადაჰყავთ.

"რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს დატოვების შემდეგ, დონეცკის რეგიონში გადაჰყავთ, რათა გააძლიერონ ოპერაციები ბახმუტისა და დონეცკის ოლქის დასავლეთით.

რუსეთია არმია, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებსა და კვირებში, დონეცკის რეგიონში წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ეს წარმატება ოპერაციული თვალსაზრისით, ნაკლებად სავარაუდოა", - ნათქვამია განცხადებაში.

ISW-ს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარების ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან გაყვანის შემდეგ, ისინი დონეცკის რეგიონში ოპერაციებს აძლიერებენ.

"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, უფრო კონკრეტულ ტერიტორიულ პრეტენზიებს წამოაყენებს, რათა შეიქმნას საინფორმაციო პირობები დონეცკის რეგიონში რუსული წარმატებების გაშუქებისთვის და შეამციროს უკმაყოფილება ხერსონის ოლქში დანაკარგებით", - განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა.

11 ნოემბერს, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს. 

9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.


close დახურვა