logo
ENG



ISW: რუსეთმა, შესაძლოა, აღდგომა უკრაინის კონტრშეტევის გადადების მიზნით გამოიყენოს

10 აპრ 202311:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/10/nwab90izj00jb86.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთმა, შესაძლოა, აღდგომის დღესასწაული უკრაინის კონტრშეტევის გადადების მიზნით გამოიყენოს.

"რუსეთი აგრძელებს რელიგიის იარაღად გამოყენებას, უკრაინის დისკრედიტაციისთვის საერთაშორისო ასპარეზზე და იყენებს რელიგიურ საინფორმაციო ოპერაციებს სამხედრო მიზნების მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ თავად ახორციელებს რელიგიური თავისუფლების უხეშ დარღვევას ოკუპირებულ უკრაინაში.

რუსეთმა, შესაძლოა, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაული, 16 აპრილს, უკრაინის კონტრშეტევის გადადების მიზნით გამოიყენოს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ინსტიტუტის თანახმად, რუსული რელიგიური დევნა, სავარაუდოდ, ასევე არის კულტურული გენოციდის და ეთნიკური წმენდის რუსული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი უკრაინელი ერისა და უკრაინის მართლმადიდებული ეკლესიის იდეის განადგურებას.

ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება, სავარაუდოდ, აწარმოებს სისტემატური რელიგიური დევნის კამპანიას ოკუპირებულ უკრაინაში.  ISW-ს თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსმა ჯარისკაცებმა და საოკუპაციო ხელისუფლებამ უკრაინაში რელიგიური დევნის მინიმუმ 76 აქტი ჩაიდინეს.


close დახურვა