logo
ENG



ISW: რუსეთმა ბახმუტის მიმართულებით ჯარისკაცების რაოდენობა გაზარდა

15 იან 202410:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/15/o024qmbmd8toxte.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთმა ბახმუტის მიმართულებით ჯარისკაცების რაოდენობა გაზარდა.

"ბახმუტის მიმართულებით მოქმედი უკრაინული ბრიგადის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა ბახმუტის მიმართულებით ჯარისკაცების რაოდენობა გაზარდა. რუსებს 80 000-მდე სამხედრო ჰყავთ მობილიზებული.

ამასთან, რუსეთის "მოხალისეთა კორპუსის" ქვედანაყოფები ბახმუტის მიმართულებით თავდასხმებს ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქ ბახმუტის მიმართულებით ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა მათი წინსვლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.


close დახურვა