logo
ENG



ISW: რუსეთმა შესაძლოა გააძლიეროს ზეწოლა, აიძულოს უკრაინა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს

08 აპრ 202310:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/08/dmceih3rbqi64ay.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ რუსეთი ემზადება ინფორმაციული კამპანიის ახალი ეტაპისთვის, რათა გააძლიეროს ზეწოლა დასავლეთზე და აიძულოს უკრაინა დაბრუნდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში იმ პირობებით, რაც მოსკოვს აწყობს.

ISW-მ ეს ანგარიში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავიდა და ანკარაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ "რუსეთი არ აცხადებს უარს მოლაპარაკებებზე, თუ გათვალისწინებული იქნება მოსკოვის კანონიერი ინტერესები".

ISW-ში თვლიან რომ კრემლია ამგვარ რიტორიკას უბრალოდ არ აჟღერებს. ისინი ვარაუდობენ, რომ მოსკოვი აპირებს გააძლიეროს ინფორმაციული ზეწოლა, რათა კვლავ წარუდგინოს უკრაინას თავისი პირობები.

"უკრაინაში ახალი ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის შიშმა უკრაინაში მოსალოდნელი კონტრშეტევის დროს შესაძლოა კრემლი აიძულოს, გააძლიეროს თვისი მიმდინარე ინფორმაციული ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს, აიძულოს დასავლეთი, შესთავაზოს უკრაინას დათმობები და აიძულოს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება უფრო ხელსაყრელი პირობებით", - აღნიშნულია ანგარიშში.

 

 


close დახურვა