logo
ENG



ISW: რუსეთს არ აქვს საკმარისი რეზერვი ლუჰანსკის ოლქში ძირითადი შეტევის გასაძლიერებლად

20 თებ 202317:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/20/6urszw9e7o1oevr.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთს არ აქვს საკმარისი რეზერვი ლუჰანსკის ოლქში ძირითადი შეტევის გასაძლიერებლად.

ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსული შეტევის ძირითადი ეტაპი ლუჰანკის რეგიონში მიმდინარეობს, მაგრამ ოკუპანტებს არ აქვთ საკმარისი რეზერვი ამ შეტევის მასშტაბის ან ინტენსივობის გასაზრდელად.

"რამდენიმე კრიტიკული სატანკო ქვედანაყოფის არარსებობა იმაზე მეტყველებს, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ აღჭურვილობის, განსაკუთრებით წინა წარუმატებელი შეტევების დროს დაკარგული ტანკების გამოცვლას", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ექსპერტების თქმით, რუსულ ჯარებს, შესაძლოა, რეზერვში ჰყავდეთ რამდენიმე მექანიზებული დანაყოფი, მაგრამ ამ შეზღუდული რეზერვების გადანაწილებამ ფრონტის ხაზზე, ლუჰანსკის რეგიონში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მკვეთრად შეცვალოს მიმდინარე შეტევის კურსი.

ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის შეტევა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება და შესაძლოა, არსებული რეზერვების გამოყენებით, დროებით წინსვლასაც მიაღწიონ. ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები მნიშვნელოვან ოპერაციულ წარმატებას ვერ მიაღწევენ.


close დახურვა