logo
ENG



ISW: რუსეთს ფრონტზე საკმარისი სამხედრო რეზერვი არ ჰყავს

20 ოქტ 202315:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/20/epryyjg5gztpl10.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთს ფრონტზე საკმარისი სამხედრო რეზერვი არ ჰყავს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად აწარმოებენ შეტევით ოპერაციებს საოკუპაციო ძალების სამხედრო რეზერვის ამოწურვის მიზნით. ამასთან, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დიდი სამხედრო დანაკარგი აქვთ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 10 დღის განმავლობაში, დონეცკის რეგიონში 5 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამასთან, უკრაინული ძალები ბახმუტის სამხრეთით და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 292 060 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა