logo
ENG



ISW: რუსეთს წარმატებული შეტევისთვის საკმარისი საბრძოლო ძალა არ აქვს

08 თებ 202315:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/08/gmeamkfp91cn3p5.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთს წარმატებული შეტევისთვის საკმარისი საბრძოლო ძალა არ აქვს.

"რუსეთის სამხედრო სარდლობა, შესაძლოა, ჩქარობს ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციის დაწყებას, რომლის მიზანია დონეცკის რეგიონის აღება არარეალურ დროში და სავარაუდოდ, საკმარისი საბრძოლო ძალის გარეშე.

რუსული ნაციონალისტური საინფორმაციო სივრცე აგრძელებს შეშფოთების გამოხატვას რუსეთის უუნარობის გამო, განახორციელოს სწრაფი და მრავალმხრივი გადამწყვეტი შეტევითი ოპერაცია გარკვეული დროის ფარგლებში", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსი ოფიციალური პირები ინვესტიციებს ახორციელებენ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში, რათა სამხედრო ლოგისტიკის ეფექტურობა გააუმჯობესონ.

ამასთან, ექპსერტები აღნიშნავენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა სამხედრო პერსონალს, მათ შორის წვევამდელებს, მოხალისეებად წავიდნენ რუსეთის სამშვიდობო მისიებში.


close დახურვა