ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსულ ძალებს სოლედარი არ აუღიათ.
"მიუხედავად იმისა, რომ რაშისტებმა სოლედარის ცენტრში ვიდეო გადაიღეს, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ქალაქზე კონტროლი დაამყარეს. ოკუპანტებმა რომ მოახერხონ ქალაქის აღება, ბახმუტის ალყაში მოქცევას მაინც ვერ შეძლებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელი ექსპერტების აზრით, 10 იანვარს, ვაგნერის ჯგუფის ძალებმა სოლედარში შეტევა გააგრძელეს. ისინი ასევე ციტირებდნენ უკრაინის ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის პრესმდივნის, სერგეი ჩერევატის სიტყვებს. მისი თქმით, 10 იანვრის მდგომარეობით, ვაგნერის ჯგუფმა კონცენტრირება სოლედარზე მოახდინა, სადაც მისი განცხადებით, ყველაზე დიდი საბრძოლო მზადყოფნაა.
ასევე, რუსი ოკუპანტები აგრძელებდნენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტში და მის მახლობლად. ამ ფონზე, უკრაინის დამცველებმა, გენერალური შტაბის თანახმად, მოიგერიეს თავდასხმები თავად ბახმუტზე და ბახმუტის სამხრეთით კლიშივკას (7 კმ სახმრეთ-დასავლეთით), კურდიუმივკას (12 კმ სამხრეთ-დასავლეთით) და მაიორსკის (20 კმ სამხრეთით) მიდამოებში. ამ ყველაფრის მიუხედავად, რაშისტები საუბრობენ ბახმუტის მახლობლად მდებარე სოფლებში „დაწინაურებაზე“, მაგრამ ქალაქის ალყაში მოქცევა არ შეუძლიათ.