logo
ENG



ISW: რუსული ჯარები კვლავ იმედოვნებენ, რომ ბახმუტს 9 მაისამდე აიღებენ

08 მაი 202314:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/am3kov61vpkda3v.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ჯარები კვლავ იმედოვნებენ, რომ ბახმუტს 9 მაისამდე აიღებენ.

"ოკუპანტები ბახმუტის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში უკრაინის პოზიციებზე შეტევას აგრძელებენ. რუსმა ოკუპანტებმა წარუმატებლად განახორციელეს სახმელეთო დარტყმები  სოფელ ბოგდანოვკას მიდამოებში, ბახმუტიდან ჩრდილო-დასავლეთით 6 კილომეტრში, ივანოსვკოეში, ჩასოვ იარსა და სხვა დასახლებებში.

ამავდროულად, რუსული ჯარები კვლავ იმედოვნებენ, რომ ქალაქს [ბახმუტს] 9 მაისამდე აიღებენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, რუსული არმია გეგმების შეცვლას არ აპირებს და ყველაფერს აკეთებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე კონტროლი დაამყაროს. სირსკის განცხადებით, უკრაინელი მებრძოლების აქტიური მოქმედებების წყალობით, რუსი ოკუპანტები დასახული მიზნების მიღწევას ვერ ახერხებენ.


close დახურვა