logo
ENG



ISW: რუსული ჯარები მაისამდე ირანში წარმოებულ ყველა დრონს გამოიყენებენ

05 იან 202310:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/05/vv9qdcm09rzkq69.png

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ჯარები მაისამდე ირანში წარმოებულ ყველა დრონს გამოიყენებენ.

ISW-ს თანახმად, რუსული ძალები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ირანულ დრონებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების კამპანიაში და სავარაუდოდ, ამ სისტემების ამჟამინდელი მარაგი მნიშვნელოვნად ამოწურეს.

"რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება შემდგომ ორმხრივ თანამშრომლობას ირანთან, რათა უზრუნველყოს უფრო ზუსტი მართვადი იარაღის სისტემები უკრაინაში გამოსაყენებლად. რუსული ჯარები მაისამდე ირანში წარმოებულ ყველა, 1750 დრონს ამოწურავენ, თუ მათ იმავე ტემპით გამოიყენებენ, როგორც სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში", - ნათქვამია განცხადებაში.

დეკემბრის ბოლოს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების დაახლოებით 660 უპილოტო თვითმფრინავი გამოიყენა. უკრაინის დაზვერვის ცნობით, კონტრაქტის თანახმად, ირანს რუსული მხარისთვის 1750 დრონი უნდა გადაეცა.


close დახურვა