ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, რუსი სამხედროები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ სევეროდონეცკის აღებას, თუმცა 10 ივნისს სახმელეთო შეტევები გაგრძელდა.
ISW-ის განცხადებით, როგორც მარიუპოლის ბრძოლების დროს, ძნელია ზუსტი სურათის აღდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება სევეროდონეცკის ქალაქში ბრძოლების დროს, რადგანაც სულ უფრო და უფრო ცოტა მონაცემებს იღებენ.
ინსტიტუტის მონაცემებითვე, რუსეთი სლავიანსკზე შეტევის განახლებას აპირებს და გარკვეულ წარმატებებს ქალაქის ჩრდილოეთით მიაღწიეს. რუსული ჯარები აგრძელებენ ბახმუტ-ლისიჩანსკის გზატკეცილის გაჭრას და მის გასწვრივ დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ.