logo
ENG



ISW: უახლოეს კვირებში უკრაინის ფრონტზე სამხედრო ოპერაციების საერთო ტემპი გაიზრდება

27 ნოე 202220:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/27/4q9oip717vwtuws.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უახლოეს კვირებში უკრაინის ფრონტზე სამხედრო ოპერაციების საერთო ტემპი გაიზრდება.

"უკრაინული და რუსული ანგარიშები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ფრონტის კრიტიკული სექტორებიდან, მათ შორის სვატოვოს, ბახმუტისა და უგლედარის ჩათვლით, მიუთითებს იმაზე, რომ სამხედრო ოპერაციები ორივე მხარეს ჯერჯერობით შეფერხებულია ამინდის გაუარესების გამო.

უცნობია, ამ დროისთვის რომელიმე მხარე აქტიურად ემზადება თუ არა ძირითადი, შეტევითი თუ კონტრშეტევითი ოპერაციების განახლებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, გამოიყენებენ Kh-55 ინერტულ საკრუიზო რაკეტებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღდმდეგ სარაკეტო დარტყმების მასიურ კამპანიაში, რაც ექსპერტების თქმით, კიდევ უფრო ხაზს უსვამს რუსული სამხედროების ზუსტი, მართვადი იარაღის არსენალის ამოწურვას.


close დახურვა