logo
ENG



ISW: უახლოეს წლებში რუსეთში, შესაძლოა, წვევამდელების დეფიციტი იყოს

27 თებ 202311:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/27/ol862km8sovaq6v.jpg

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უახლოეს წლებში რუსეთში, შესაძლოა, წვევამდელების დეფიციტი იყოს.

"უახლოეს წლებში რუსეთში, შესაძლოა, წვევამდელების დეფიციტი იყოს. კომპენსაციისთვის ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, წვევამდელების რაოდენობის გაზრდა დასჭირდება. თუმცა, ასეთი ნაბიჯი დემოგრაფიული თვალსაზრისით, არახელსაყრელია", - ნათქვამია განცხადებაში.

იანვრის შუა რიცხვებში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას შეეძლო ომში 500 000-მდე კაცის გამოძახება. თუმცა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია მობილიზაციის მეორე ტალღის მომზადების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.  31 ოქტომბერს კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მობილიზაცია დასრულდა.


close დახურვა